05.11.2015

2015 წლის 5 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  პროფესორ სერგო მელიქიძის სახელობის კაბინეტში, გაიმართა „გულანის“ გაფართოებული სხდომა. სხდომა უნივერსიტეტის 25 წლისთავს მიეძღვნა.
შეხვედრაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნესტან სულავამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მერაბ ბერიძის  წიგნი „მომავლის უნივერსიტეტი“ წარუდგინა. წიგნი მოიცავს უნივერსიტეტის ისტორიას 2010 წლიდან დღევანდლამდე. მასში შესულია არა მარტო უნივერსიტეტის გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნებული სტატიები და ინტერვიუები, არამედ სხვადასხვა გამოცემებში შესული მასალები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ. „მომავლის უნივერსიტეტი“ „სიყვარულის უნივერსიტეტის“ გაგრძელებას წარმოადგენს. ავტორის განცხადებით, წიგნს ექნება შემდეგი სერიებიც.
შეხვედრის დასასრულს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, გაზეთ ,,მესხეთის უნივერსიტეტის“ და სტამბის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ სამადლობელო სიგელებით, ხოლო განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სიგელი გადასცა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც მას მიუძღვის უნივერსიტეტის ისტორიის შექმნაში.

momavli2 momavlis1 momavlis3 momavlis4

momavlis5 momavlis6