10.11.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2015 წლის 11 ნოემბერს გაიმართება განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175-ე და გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავს. კონფერენცია გაიხსნება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე, ხოლო 14:30 საათზე გააგრძელებს მუშაობას სექციებში. კონფერენცია იმუშავებს შემდეგი პროგრამით.