11.11.2015

2015 წლის 10 ნოემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით მიმდინარე ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული“ - ს ფარგლებში გაიხსნა, უნივერსიტეტის 25 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი ‘’წიგნების კვირეული“. კვირეული გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ე. წ. მეცნიერების დღე მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ.
სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო პერიოდიკისა და პროფესორ - მასწავლებელთა მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი. გამოფენის ერთი კუთხე ავტორთა ავტოგრაფებიან წიგნებს უკავია, დანარჩენ სტენდებზე კი წარმოდგენილია ცალკეული ფაკულტეტების სამეცნიერო ლიტერატურა.
სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა ასევე პარალელურად მოეწყო უნივერსიტეტის მეორე და ახალქალაქის კორპუსებშიც.
გამოფენამ დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებისა და სტუდენტი ახალგაზრდობის მხრიდან.

gamof gamof0 gamof1 gamof2 gamof3 samecniero