11.11.2015

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 25 წლისთავს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავს.
2015 წლის 10 ნოემბერს, 14:00  საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანატების წარმომადგენლები და რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე შეხვდნენ ორივე ფაკულტეტის სტუდენტებს.
რექტორმა გაიხსენა უნივერსიტეტის გახსნისა და ფაკულტეტების დაარსების ისტორია, ისაუბრა ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობაზე, იმ პრობლემებზე რაც მათ წინაშე დგას, ასევე, მათი გადაჭრის გზებზე.
ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარმატებულმა სტუდეტმა ელზა რაისიანმა სტუდენტებს მიულოცა ეს დღე და მადლობა გადაუხადა პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის, რასაც რექტორის მხრიდან პროფესორ ვალერი სილოგავას გახსენება მოჰყვა, რომელიც სომეხი ეროვნების ბავშვებს ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა.
დასასრულს, ბატონმა რექტორმა სტუდენტებს მიულოცა უნივერსიტეტის იუბილე და ორივე ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

saaqt1 saaqt2 saaqt3 saaqt4