12.11.2015

2015 წლის11 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175-ე და გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავს.
კონფერენცია ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. კონფერენციის გახსნაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ პროფესორ-მასწავლებლებს მიულოცა უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე და სიგელები გადასცა.  კონფერენციამ შემდეგ მუშაობა გააგრძელა სექციებში. იმუშავა ისტორიისა და ჟურნალისტიკის, ენისა და ლიტერატურის, პედაგოგიკისა და მეთოდიკის სექციებმა.
17:00 საათზე სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა  კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა. 

konferencakak1 konferakak6 konferakak3   konferakak2  

konferakak7 konferaka4