12.11.2015

2015 წლის 11 ნოემბერს, სამცხე-ჯვახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ქალბატონი მაკა ბერიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბატონი ბიძინა მაისურაძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი ბატონი როინ თათეშვილი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები უნივერსიტეტის  ახალქალაქის კორპუსს ეწვივნენ. შეხვედრა    გაიმართა  ახალქალაქის კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სადაც   „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული“-ს ფარგლებში, უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნების გამოფენაა მოწყობილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე, ბატონი ვასილ მოსიაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ადმინისტრაციის თანმშრომლები. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა უნივერსიტეტის რექტორმა, ყველას მიულოცა 25 წლის იუბილე, რის შემდეგაც აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს, ასევე წარჩინებულ სტუდენტებს გადასცა სიგელები.

axalqa0 axalq2 axalqalaq3 axalq8 axalqalaq4 axalqalaq7