16.11.2015

2015 წლის 16 ნოემბერს  ახალციხესა და ახალქალაქში საზეიმოდ აღინიშნა უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავი. 11:00 საათზე უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, აკადემიური საბჭოს გაფართოებული სხდომა შედგა, რომელსაც აკადემიური საბჭოს წევრების გარდა, უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების არჩევის ცერემონიალი გაიმართა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა  მერაბ ბერიძემ  ისაუბრა უნივერსიტეტის გახსნის მნიშვნელობაზე ახალციხესა და ახალქალაქში და აღნიშნა აკადემიკოს როინ მეტრეველის დიდი დამსახურება ამ საქმეში. ასევე ხაზი გაესვა დანარჩენ საპატიო დოქტორებად არჩეულ მეცნიერთა ღვაწლს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საქმეში.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებად არჩეულ იქნენ: 
აკადემიკოსი -ბატონი როინ მეტრეველი;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ბატონი ვლადიმერ პაპავა;
არტაანის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბატონი რამაზან ქორქმაზი;
ართვინ - ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ბატონი მეჰმედ დუმანი.
უნივერსიტეტის მადლობის სიგელი გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს.
საზეიმო ღონიძიებები გრძელდება რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებლის გახსნით ახალქალაქში, რომელიც დაგვირგვინდება მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საიუბილეო ღონისძიებით. 

sd1 sd5 sd2 sd7 sdd4 sd3 sd8 sd6