17.11.2015

2015 წლის 16 ნოემბერს,14:00 საათზე „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ საზეიმოდ გახსნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი. ცერემონიას ესწრებოდნენ სტუმრები როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე თურქეთის უნივერსიტეტებიდან. სტუმართა შორის იყვნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და გუბერნიის წარმომადგენლები, ორივე მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრების უფროსები და საჯარო სკოლების დირექტორები.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ სტუმრებს მიულოცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 25 წლის იუბილე და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის გახსნა. ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრებად.

axalqqqq axalqqqqqqqqqq axalsa1 axalqsa2 axalqqsa4 axalqsa3