17.11.2015

2015 წლის 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის“ ფარგლებში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
იუბილე საზეიომოდ გახსნა უნივერსიტეტმა რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, რომელმაც გაიხსენა უნივერსიტეტის მიერ განვლილი 25 წელი, თუ როგორ იქმნებოდა და ყალიბდებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ბატონმა მერაბმა უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა მოწვეული სტუმრები და უნივერსიტეტის პროფესორები.
სტუმრებმა მისალოცი სიტყვა წარმოთქვეს აუდიტორიის წინაშე, მათმა უმრავლესობამ ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ როლსა და ინტელექტუალურ მისიაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

teatr1 teatr2 teatr3 teatr4 teatr7 teatr8 teatr6 tetr5