26.11.2015

2015 წლის 25 ნოემბერს, სამცხე - ჯავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ და ,,საერთაშორისო განათლების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსია საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებზე. დისკუსიის თემა იყო ,,საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“. აღნიშნულ საკითხებზე უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებს ესაუბრნენ მომხსენებლები: გიორგი ხიშტოვანი ( შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი), ნინო ჩუბინიძე (სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო), ქეთი დარახველიძე (ილიას უნივერსიტეტი, ერაზმუს + პროგრამები) და მოდერატორი, განათლების ექსპერტი, საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიანტი თეა სიფრაშვილი.  პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის საკითხებით, უმაღლესი განათლების გლობალიზაციის მიერ შექმნილი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით აკადემიური საზოგადოების ფართო წრეების დაინტერესებას და ამ კუთხით საჯარო და საუნივერსიტეტო პოლიტიკის განვითარებას.

fond1 fond2 fond3