27.11.2015

2015 წლის 26 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით გამართულ „სტუდენტ-ახალგაზრდული დღები 2015”-ში მონაწილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრეზენტაცია გამართეს. „სტუდენტ-ახალგაზრდული დღეები“ ქალაქ ბათუმში 9-12 ნოემბერს ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის თამარ აბულაძის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის 12 სტუდენტი გაემგზავრა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სხვადახვა ღონისძიებებში მონაწილეობისათვის ნომინაციაში ,, ყველაზე საინტერესო უნივერსიტეტი“ სიგელი და ქართული პროზის 60 ტომეული დაიმსახურეს.
პრეზენტაციას, აკადემიურ პერსონალთან ერთად ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მერაბ ბერიძე. სტუდენტებმა ბათუმში მიღებული 60 ტომეული საჩუქრად ახლადგახსნილ ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტს გადასცეს.

batumi batumi0 batumi2 batumi1