01.12.2015

2015 წლის 29 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს 1944 წელს დეპორტირებული მესხების შთამომავლები ეწვივნენ,რომლებიც დღეს თურქეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნების (რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის და უზბეკეთის) ტერიტორიაზე ცხოვრობენ და სწავლობენ ამ ქვეყნებში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. „წარსულიდან მომავლისკენ - მეგობრობის ხიდი“ - ასეთი სახელწოდების იყო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებს გაეცნოთ ერთმანეთი და დაემყარებინათ მეგობრული კავშირები.
30 ნოემბერს, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კონფერენცია. მოხსენებები გააკეთეს, როგორც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ასევე ჩამოსულმა სტუმრებმა. კონფერენციის შემდეგ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუმრებს წარუდგინეს ფოლკლორული კონცერტი, ხოლო 1 დეკემბერს გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციის მუშაობა დადებითად შეჯამდა და დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები. სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლებმა ღონისძიების ორგანიზატორსა და კონფერენციის მონაწილეებს სიგელები გადასცეს.

mesx2 mesx3 mesx4 mesx5 mesx6 mesx7