04.12.2015

3 დეკემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კაბინეტში, სამეცნიერო ,,გულანი“ -ს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მოხსენება თემაზე ,,ათი მცნება და თანამედროვე ქართული სისხლის სამართალი“ წაიკითხა იურიდიული ფაკულტეტის მოწვეულმა პედაგოგმა, სამართლის დოქტორმა მიხეილ გაბუნიამ.
მოხსენება „ათი მცნება და თანამედროვე ქართული სისხლის სამართალი“, შეეხებოდა სისხლის სამართლისა და რელიგიის, მორალის ურთიერთშერწყმის საკითხებს.
მოხსენების შემდეგ გაიმართა ცხარე დისკუსია, დამსწრე საზოგადოების მხრიდან დაისვა უამრავი კითხვა.

mixgu1 mixgu2 mixgu3 mixgu4