08.12.2015

2015 წლის 7 დეკემბერს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა პროფესორ უჩა ბლუაშვილის წიგნის „საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1987-2003 წწ.“ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
პრეზენტაციაზე რეცენზიები წარმოადგინეს პროფესორებმა ცირა მესხიშვილმა და ვახტანგ ინაურმა. მათ შეაფასეს წიგნი, როგორც XX საუკუნის მიწურულის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების სიღრმისეულ ანალიზზე დამყარებული ერთერთი პირველი მონოგრაფია, ქრონოლოგიურად დალაგებული და დაყრდნობილი სხვადასხვა წყაროზე, მათ შორის, უამრავ პუბლიცისტურ მასალაზე.
როგორც ავტორმა აღნიშნა, წიგნი უახლესი ისტორიის ერთობ საინტერესო პერიოდში - 1987-2003 წლების საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების მიუკერძოებლად გაშუქების ცდას წარმოადგენს და რომ ეს მოვლენები დღემდე რჩება მკვლევართა ცხარე დისკუსიების საგნად, რაც არცაა გასაკვირი, რამეთუ შეხვედრის დამსწრეთა უმრავლესობა ამ დრამატული მოვლენების თვითმხილველი და მონაწილეა.
გამომსვლელებმა დასვეს არაერთი კითხვა. წიგნის პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა.

bluash1 bluash2 bluash6 bluash5  bluash3 bluash4