16.12.2015

2015 წლის 15 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფორმატიკის დოქტორის, პროფესორ მირზა მდივანის წიგნის „მოგონებათა ხიბლი და სევდა“ პრეზენტაცია.
პრეზენტაციას უძღვებოდა რექტორის მოადგილე სამცნიერო დარგში ქალბატონი მაკა კაჭკაჭიშვილი. მირზა მდივანის ავტობიოგრაფიული წიგნის განხილვაში მონაწილეობა მიიღო და ავტორს მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. წიგნის შესახებ ასევე ისაუბრეს ბატონი მირზას კოლეგებმა, მეგობრებმა და სტუდენტებმა.
უნივერსიტეტის თანამშრომლებთან და სტუდენტებთაან ერთად პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბატონი მირზას ოჯახის წევრები.

mirza1 mirza2 mirza3 mirza4 mirza5 mirza6