28.12.2015

2015 წლის 17 დეკემბერს, პროფესორ სერგო მელიქიძის სახელობის აუდიტორიაში გაიმართა გულანის გაფართოებული სხდომა, მოხსენება თემაზე „ბუზების ღმერთი _ ადამიანის ცნების განმარტება და დიქტატორული ხანის რეალისტური ზღაპარი“, წაიკითხა არaტაანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ვედი აშკაროღლუმ.
„ბუზების მეფე“ ვილიამ გოლდინგის რომანია. რომანს უცნაური სახელი აქვს. იგი სიუჟეტით უფრო ადრე დაწერილ უტოპიურ რომანებს - „მარჯნის კუნძული“, „რობინზონ კრუზო“ გავს. თუმცა განათლებულ და ცივილურ ადამიანთა სპეციფიკის საპირისპიროდ, იგი ანტიუტოპიურ რომანს წარმოადგენს. რომანში ასახული დროც კი პესიმისტური წარმოდგენებისკენ
„ადამიანი/სოციალური მახასიათებლები, განათლება, ხელოვნება, ლიტერატურა და სამართლიანი საკანონმდებლო სისტემა, შესაძლებელი ხდება ყველანაირი უარყოფითისგან გათავისუფლება და უფრო ცივილური საზოგადოების შექმნა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რომანი უნდა აღვიქვათ არა როგორც კატასტროფის პროექტი, არამედ როგორც გამაფრთხილებელი დოკუმენტი, გაფილტრული ობიექტური გონების ხედვიდან“ - ვედი აშკაროღლუ. მოხსენება გაკეთებული იყო ფილოსოფიურ ჭრილში და იმდენად საინტერესოდ, რომ დამსწრეებმა უამრავი კითხვა დასვეს. 1946 წელს დაწერილი ნაწარმოები ძალიან აქტუალურია მთელს მსოფლიოში, იმდენად, რამდენადაც იგი თანამედროვე ეპოქის პრობლემებსაც კარგად ესადაგება- აღნიშნა გამომსვლელმა. წიგნი 75 ენაზეა ნათარგმნი.

gutu1  gutu2 gutu3 gutu4 gutu5 gutu6