22.12.2015

2015 წლის 21 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. მათემატიკის დოქტორმა, პროფესორმა ნანა ჩხაიძემ რიგით მეხუთე წიგნი - „ინტერგრიებული აღრიცხვის ელემენტები“ წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს სტუდენტებისთვის, მასში განხილულ თითოეულ თემას მოყვება შესაბამისი ტესტური დავალებები და სავარჯიშოები.
ღონისძიებას უძღვებოდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი მაკა ბერიძე.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, ფაკულტეტის დეკანი, გიორგი მესხი, წიგნის რეცენზენტები: პროფესორი რევაზ ჭიღლაძე და გიორგი მალასიძე, ასევე, სხვა პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ითქვა ძალიან ბევრი თბილი სიტყვა და აღნიშნა ის პედაგოგიური ღვაწლი, რაც ქალბატონ ნანას მიუძღვის ფაკულტეტის განვითარებაში.

nan1 nan2 nan3 nan4