25.12.2015

2015 წლის 23 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში აგრარული მიმართულების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD)” ფარგლებში.
პროექტი, რომლის სახელწოდებაა - “თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში” - მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის მიმართულებით კვლევითი პრაქტიკის გაღრმავებას, ტრენინგებსა და აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი კვლევის განხორცილებას. პროექტის ბენეფიციარებად შერჩეულია სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ - ქეთევან რუხაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის რეგიონული კოორდინატორი, ვახო ქოჩორაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი CENN-ის წარმომადგენელი და ნინო ალიბეგაშვილი, PMC RC კვლევითი ცენტრი წარმომადგენელი.

gipa1 gipa2