25.12.2015

სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობა დაიწყო სემინარმა ,,საუბრები სკოლაზე“, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სტუდენტების პედაგოგიური განათლების საქმეში.
გარკვეული ინტერვალის შემდეგ, უნივერსიტეტის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სემინარმა განაახლა მუშაობა.
23 დეკემბერს გაიმართა განახლებული სემინარის პირველი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: სემინარის დამაარსებელი და თავმჯდომარე ქალბატონი ნათელა ნაცვლიშვილი - ბერიძე, თანათავმჯდომარეები: ფილოლოგიის სპეციალობის II კურსის სტუდენტები - მარიამ კაპანაძე და ჯულიეტა ელბაქიანი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გულიკო ბექაური, პროფესორები - მაკა ბერიძე, ლალი ბერიძე, მარეხ ნათენაძე, მაია ქუქჩიშვილი და ნელი ლომიძე. სემინარზე მონაწილეობას იღებდნენ ამავე ფაკულტეტის სტუდენტები.
სემინარის მუშაობას საფუძვლად დაედო პედაგოგიკისა და ფილოლოგიის მიმართულების მეოთხეკურესელ სტუდენტთა სკოლაში მიღებული სამუშაო გამოცდილება. სამუშაო თემა იყო სკოლის საჭირბოროტო საკითხების განხილვა, რამაც განაპირობა სხდომის აქტიური და საინტერესო მსვლელობა.

sn1 sn2 sn3