28.12.2015

2015 წლის 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროფესორ სერგო მელიქიძის სახელობის აუდიტორიაში გაიმართა გულანის გაფართოებული სხდომა, მოხსენება „გამოხატვის ფორმები და პოეტური ხერხები“ წაიკითხა არტაანის უნივერსიტეტის პროფესორმა ერდოღან ალტინკაინაკმა.
„ლოცვას და თაყვანისცემას თავისებური წესები აქვს. ყველა მსურველი, მისი სურვილისამებრ ვერ მოაწყობს ჯგუფური თაყვანისცემის რიტუალს. ხოლო, ცალკე ლოცვისას, თაყვანისცემის და ლოცვის შინაარსი უნდა გამოიხატოს. ფოლკლორული ნაწარმოები, სურვილისამებრ და რიგითი ქმედებებით არ იქმნება. შეიძლება გამოხატვის ფორმაზე დაფუძნებული ლიტერატურული პროდუქტის დინამიკა და ინდივიდის ქმედებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ ტექსტის არსობრივი შინაარსის მიხედვით, ორივენი ერთი და იგივე წერტილში ერთიანდებიან. ყველანაირი რელიგიური თაყვანისცემა, რომელი სარწმუნოების, სექტის ან წარმოდგენისაც არ უნდა იყოს, ფუნქციონალურად და შინაგანი გამოხატულებით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ განსხვავდება რიტუალურად და რიტუალის შესრულების წესებით....“ _ ერდოღან ალტინკაინაკი.
მოხსენებამ გამოიწვია დიდი ინტერესი დამსწრე საზოგადოებაში, გაევლო პარალელები ქართულ და თურქულ ფოლკლორულ შემოქმედებას შორის.

erd1 erd32