04.02.2016

სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მიმდინარე სასწავლო წელს აბიტურიენტთა მოზიდვის მიზნით,  საპიარო - საპრეზენტაციო ლექციების ციკლი დაიწყო, მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
2016 წლის 4 თებერვალს, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
მოსწავლეებმა დიდი ყურადღებით მოუსმინეს საპიარო ლექციას და მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვებიც მრავლად დასვეს. უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ  სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები: სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ლიტერატურული და სამეცნიერო - პოპულარულ ჟურნალ ,,არავის“ პირველი ნომერი; ,,გულანი“ 2015, № 18; მერაბ ბერიძის ,, მაჰმადიანი მესხების ფესვები და დღევანდელობა“ და შ. რუსთაველის ,, ვეფხისტყაოსანი“ გადასცა. მოსწავლეებს გადაეცათ აგრეთვე უნივერსიტეტის საპიარო გაზეთები და ბუკლეტები.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა თემურ ბერიძემ მადლობა გადაუხადა ბატონ მერაბსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას თანამშრომლობისთვის და სკოლის ბიბლიოთეკისათვის გადაცემული მეტად საჭირო წიგნებისა და პერიოდული მასალისათვის.

moxi1 moxi3 moxi4 moxi2