29.03.2016

29 მარტს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პოლიტოლოგმა უჩა ბლუაშვილმა, ახალციხის №6 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,ისტორიის მნიშვნელობის შესახებ“.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ყურადღებით მოუსმინეს პროფესორის ლექციას და შემდგომი შეხვედრის სურვილიც გამოთქვეს.