25.03.2016

არაერთი ლამაზი და საინტერესო ღონისძიება ჩატარებულა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ 24 მარტი ნამდვილად გამორჩეული დღე იყო. უნივერსიტეტს სტუმრობდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. თავდაპირველად ოფიციალური ნაწილში ორ უნივერსიტეტს შორის განახლდა და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გიორგი სოსიაშვილის შემოქმედებით დაინტერესებულ საზოგადოებას ბატონმა მერაბ ბერიძემ წარუდგინა იგი, როგორც მწერალი. 
სტუმარს მიესალმნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გულიკო ბექაური და რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მაკა კაჭკაჭიშვილი.
ბატონი გიორგის შემოქმედება, კერძოდ მისი პროზაული ნაწარმოებები განიხილეს პროფესორებმა ქეთევან გრძელიშვილმა და ვახტანგ ინაურმა, სტუდენტებმა ხატია ნატრიაშვილმა და მარიამ პეტროსიანმა. ასევე, ბატონი გიორგის შემოქმედებაზე ისაუბრა მისმა მეგობარმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის