30.03.2016

2016 წლის 29 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის I და V ნაწილებით. 
მონაწილეობდნენ:
მოსამართლე - თამუნა მურჯიკნელი;
სხდომის მდივანი - ლელა გვარამაძე;
პროკურორი - ოლიკო ხარშილაძე;
ბრალდებული - დავით კაველიძე;
ადვოკატი - მერი კაპანაძე;
ბადრაგი - ნუგზარ ქებაძე;
მანდატური - საბა ჩინჩალაძე.
სხდომას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, პედაგოგები, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი სკოლა ,,მზექა“-ს მოსწავლეები. 
განაჩენი გამოტანილი იქნა საპროცესო შეთანხმებით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე. სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა დებატები.