01.04.2016

31 მარტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი, საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე აღმოჩნდა. უნივერსიტეტს სოციალურ საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ესტუმრა „ეტალონი სტუდენტის“ გამოსავლენად. „ეტალონი სტუდენტის“ ექსკლუზიურობა წილად, სწორედ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ერგო. 
შოუში მონაწილეობას იღებდნენ ოთხივე ფაკულტეტის სტუდენტები. მონაწილეთა სიმრავლის გამო „ეტალონი“ ორ ეტაპად ჩატარდა. გამარჯვება და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ეტალონი სტუდენტის“ წოდება კი სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს ლაშა ზაზაძეს ხვდა წილად. მას „ეტალონი სტუდენტის“ დიპლომი გადაეცა, ხოლო ყველა დანარჩენ მონაწილე სტუდენტს სერტიფიკატი.