05.04.2016

4 აპრილს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 121 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი და განმხორციელებელი სტუდენტური თვითმმართველობა იყო.
სტუდენტებმა მხატვრულად წარმოადგინეს ტიციან ტაბიძის პოეზია, წაიკითხეს ნაწყვეტები მისი ბიოგრაფიიდან, შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
საღამოს დამსწრე საზოგადოებამ: პროფესორ - მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასეთი ინიციატივების გამო.