05.04.2016

6 აპრილს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ტრადიციები და სტერეოტიპები“. ლექციას გაუძღევება მწერალ-ჟურნალისტი ანა კორძაია-სამადაშვილი.
ლექცია ტარდება პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.
დასწრება თავისუფალია!