07.04.2016

6 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ტრადიციები და სტერეოტიპები“. 
ლექციას უძღვებოდა მწერალ-ჟურნალისტი ანა კორძაია-სამადაშვილი.
მომხსენებელმა ორიგინალური თხრობის მანერით გადმოსცა მისეული აღქმა ქართული ხალხური და საერთოდ მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებისა, რითაც შეეცადა დაემსხვრია დამკვიდრებული სტერეოტიპები და ტრადიციული ხედვა ზღაპრის აღქმისა. ლექციას აუდიტორიის მხრიდან დიდი ინტერესი და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რამაც გამოიწვია ცხარე დისკუსია. 
ლექცია ჩატარდა პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, "ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.