07.04.2016

სტუდენტთა საყურადღებოდ!
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი გიწვევთ სტუდენტთა ლიტერატურულ კონკურსში „გულმოწყალება“ მონაწილეობისათვის. 
გულმოწყალება, მოყვასისადმი მოწყალების გაღება ყოველი ეპოქისათვის აქტუალური თემა იყო, რის ნიმუშებსაც არაერთ მხატვრულ ნაწარმოებში შევხვედრივართ. კონკურსის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ მხატვრული ლიტერატურიდან გულმოწყალების მაგალითების გახსენება და ანალიზია, რაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს გულმოწყალების არსზე და მის საჭიროებაზე. 
პროექტის მოკლე აღწერა:
გულმოწყალების გამოვლენისა და საკითხზე მსჯელობისათვის შეთავაზებული იქნება ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი ნაწარმოები, ასევე აფორიზმის (ვეფხისტყაოსნიდან) კრიტიკულ-შემოქმედებითი გააზრება (წერილობითი სახით). ერთ-ერთი საკითხი შეეხება სახარებისეულ იგავის „გულმოწყალე სამარიელის“ გააზრებას.
ბოლო საკითხად შეთავაზებული იქნება დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოების შექმნა (ლექსი, ნოველა, ჩანახატი, მოთხრობა ...) მოცემული თემის ან ეპიზოდის მიხედვით. 
ხუთი დავალებიდან (საკითხიდან) სტუდენტებს მხოლოდ ოთხი დავალების შესრულება ევალებათ (შერჩევის პრინციპით). 
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს.
გუნდში სტუდენტების რაოდენობა: 4 სტუდენტი; სასურველია გუნდები წარდგნენ კონკრეტული სახელწოდებით.
კონკურსის ჩატარების დრო და ადგილი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა გადმოაგზავნონ გუნდის დასახელება და გუნდში მონაწილე სტუდენტების სახელი და გვარი შემდეგ ელ.ფოსტაზე JLIB_HTML_CLOAKING არაუგვიანეს 2016 წლის 23 აპრილისა.
კონკურსი ჩატარდება მიმდინარე წლის ივნისის პირველ კვირაში (დრო შეთანხმდება მონაწილე უნივერსიტეტების ინტერესების გათვალისწინებით). რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ მგზავრობის ხარჯები.
ჯილდო:
გუნდებს შეაფასებს ჟიური. კონკურსში პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. 
კონკურსი ორგანიზებულია საქართველოში კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურის კომისიის მიერ. 
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 599 41 22 29 - მანანა ანდრიაძე
ტელ: 577 34 77 13 - შორენა პარუნაშვილი