08.04.2016

ყურადღება!!!

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლობის მსურველთათვის აცხადებს მიღებას 59 ვაკანტურ ადგილზე. კვოტა ნაწილდება შემდეგი საგნების მიხედვით:
ბიოლოგია - 5
გეოგრაფია - 5 
ისტორია - 6
მათემატიკა - 7
სამოქალაქო განათლება - 5
ფიზიკა - 5
ქართული ენა და ლიტერატურა - 6
ქიმია - 5
გერმანული ენა - 5
ინგლისური ენა - 5
რუსული ენა - 5
მასწავლებელთა მსურველებს სახელმწიფო აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიაროს შესაბამისი პროგრამა და სკოლაში დაიწყოს მასწავლებლად მუშაობა. მასწავლებლობის უფლების მოპოვება შეუძლია ბაკალავრის, მაგისტრის და მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც წარმატებით გაივლის მასწავლებლის მომზადების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ამ ეტაპზე აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები განხორციელდება 12 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა მსურველის მხრიდან შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარება, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. საგნის გამოცდის ჩასაბარებლად, მათ რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად ვებგვერდებზე:www.naec.gov.ge და online.naec.ge . პარალელურად, რეგისტრაციის გავლა მოეთხოვებათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში 12 აპრილის ჩათვლით (საჭირო დოკუმენტაცია 1.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2.განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი).
დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ქვოტების შესაბამისად. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკაცი, რომელიც ადასტურებს მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და აძლევს მასწავლებლობის უფლებას. სკოლაში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული უფროსი მასწავლებელი ხდება.