12.04.2016

პრეზენტაცია თურქეთში 2016 წლის 2 აპრილს თურქეთში, ქალაქ არტაანში (არდაჰანი) გაიმართა ქართულ-თურქული სამზარეულოს შესახებ წიგნის პრეზენტაცია. წიგნი დაიწერა ქალაქ არტაანის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის „სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის მხარის მეგობრული ურთიერთობები“ ფარგლებში, მის შექმნაში მონაწილეობდა ორი უნივერსიტეტის პროფესურა - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე,  სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორი როინ ყავრელიშვილი და არტაანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი  ზეჰრა თუღბა აბაჯი.  წიგნი მომზადდა ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე.

ავტორთა გარდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები, რექტორის მოადგილეები.

გაიმართა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გუბერნიასა და მერიაში.  არტაანის მხარის გუბერნატრმა და ქალაქის მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს თანამშრომლობისთვის. აღინიშნა წიგნის როგორც  მეცნიერული, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური, ისე პრაქტიკული ღირებულება. ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობას ქვეყნების, კონკრეტულად ორი მეზობელი მხარის შემდგომი განვითარებისათვის.

პროექტი ითვალისწინებს პრეზენტაციას საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში  გაიმართება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში