13.04.2016

12 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წამომადგენელმა ირაკლი ჭყონიამ. 
შეხვედრაზე გაკეთდა ინფორმაცია ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის საკითხებსა და ფონდის მომსახურების თაობაზე. 
სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე დასვეს კითხვები, რომლებსაც სათანადო პასუხები გასცა მომხსენებელმა და სტუდენტებსვე დაურიგა საინფორმაციო ბროშურები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელმა ნათელა მჟავანაძემ თემით მიგრაცია.