15.04.2016

2016 წლის 14 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი იყო სტუდენტური თვითმმართველობა.

   სტუდენტებმა ისაუბრეს ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსზე, მნიშვნელობასა და იმ გზაზე, რაც მან განვლო. ხაზი გაუსვეს  იმ დიდ მოღვაწეთა ღვაწლს, რომელთაც განუზომლად დიდი წვლილი მიუძღვით ენის გაძლიერებისა და  აღორძინების საქმეში. აღინიშნა, რომ ქართული ენა ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც ძეგლი დაუდგა  ერმა... ღონისძიებაზე გაჟღერდა 1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენა, როდესაც ქართველი ერი ერთ მუშტად შეიკრა და იბრძოლა ენის გადასარჩენად.

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები: ლევან აფციაური, თეა მელიქიძე, მარიამ კაპანაძე, სალომე ნათენაძე, ლექსო სუარიძე, თეონა იველაშვილი, ნათია ღვინიაშვილი, ნიკა მელიქიძე, ლაშა მესხიძე, მარიამ ახობაძე, ანჟელა არუთუნიანი, ჰასმიკ კირაკოსიანი; უნივერსიტეტის ქორეორაფიულმა ანსამბლმა - ,,ახალციხე“, შეასრულა  ცეკვა ,,ქართული“ და ,,აჭარული“. სცენა მხატვრულად გააფორმა ავთო მაღრაძემ.