20.04.2016

19 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა შიდა საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელშიც მონაწილეობა ოთხივე ფაკულტეტის ოცმა სტუდენტმა მიიღო. ფინალში გასული ხუთი მონაწილიდან  საპრიზო ადგილზე  სამი გავიდა. საპარეზობის შემდეგ, პირველი ადგილი გევორქ მელიქიანმა დაიკავა, მეორე ადგილი წილად ხვდა  თამუნა მურჯიკნელს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი მიქაილ შახიევი გახდა.

გამარჯვებულები, სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტმა ლევან აფციაურმა სიგელებით და ჭადრაკის საფებით დააჯილდოვა.