20.04.2016

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თურქეთის საისტორიო საზოგადოებისა და კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ 2016 წლის 21-24 აპრილს ერთობლივად იგეგმება საერთაშორისო  სამეცნიერო სემინარი „თურქულ-ქართული ურთიერთობები - ისტორია და თანამედროვეობა", რომელიც გაიმართება ახალციხეში.

სემინარში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ თურქი მეცნიერები ანკარიდან, არტაანიდან, არზრუმიდან, საქარიიდან.