21.04.2016

 2016 წელს მთელი მსოფლიო აღნიშნავს უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩაატარეს დიდი კლასიკოსისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,შექსპირი და სიყვარული“.

 სტუდენტებს მიესალმა რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, რომელმაც ისაუბრა თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ მთარგმნელობითი სკოლის ჩამოყალიბებაში შექსპირის შემოქმედებას, ივანე მაჩაბელის ღვაწლზე შექსპირის თარგმნის საქმეში, ასევე, აღნიშნა თუ რა დიდი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ თეატრში  შექსპირის დრამატურგიამ.

     სტუდენტებს, ასევე, მიესალმა ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გულიკო ბექაური. სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი ლალი ბერიძე, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსი თემურ მაღრაძე, საზღვარგარეთთან ურთიერთობის სპეციალისტი გურანდა მოდებაძე.

    ღონიისძიებას უძღვებოდა ინგლისური ენის სპეციალობის სტუდენტი, გრიგოლ ხანძთელის სტიპენდიანტი­-გვანცა ჩინჩალაძე. საღამო დაიწყო ვიქტორინით და გაგრძელდა ბიოგრაფიული ფილმის ჩვენებით, ხოლო შემდეგ შექსპირის სონეტები სტუდენტებმა ქართულ და ინგლისურ  ენაზე წაიკითხეს.

ამაღელვებელი იყო ცნობილი კადრები ფრანკო ძეფირელის უკვდავი ეკრანიზაციიდან ,,რომეო და ჯულიეტა“.

    დასასრულს, ვიქტორინის გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. ღონისძიება ჩატარდა - ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის გულიკო ჯანოვას, ასოცირებული პროფესორის დიანა მიქელაძისა და ასისტენტ-პროფესორის მაკა მურვანიძის ორგანიზებით.