21.04.2016

 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალი  საპილოტე სკოლების მოსწავლეები ეწვივნენ.  აქტივობა   ,,პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“  პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

 პროფესორმა ნიკოლოზ ახალკაცმა წაიკითხა საპიარო ლექცია, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ღონისძიება მოეწყო პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტის მზია მაისურაძის ორგანიზებით.