20.04.2016

2016 წლის 21 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ჩატარდა იმიტირებული სასამართლო სხდომა სამოქალაქო საქმეზე თემით: ,,განქორწინება და ალიმენტი“.

 მონაწილეობდნენ:

მოსამართლე: ზინა მურჯიკნელი;

სხდომის მდივანი: ნინო გორგოძე;

მოსარჩელე: გიორგი ხმალაძე;

მოპასუხე: სალომე ნათენაძე;

 შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე(თავდაპირველი მოპასუხე): სალომე ნათენაძე;

მოპასუხე (თავდაპირველი მოსარჩელე): გიორგი ხმალაძე;

 წარმომადგენლები, ადვოკატები: ნუგზარ ქებაძე, მეგი კაპანაძე.

მანდატური:ბესიკ ბერიძე.

სხდომას ესწრებოდნენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, პედაგოგები, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი სკოლა ,,მზექა“-ს მოსწავლეები. სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა დებატები, სადაც მონაწილეობა მიიღო როგორც სტუდენტებმა, ასევე მოსწავლეებმა.