25.04.2016

ფინანსთა მინისტროს შემოსავლების სამსახურის სტუდენტურ საგანმანათლებლო პროგრამაში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთვნენ. 21 აპრილს, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს გასვლითი სემინარი ჰქონდათ, რომელთაც ხელმღვანელობას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი ცისკარა ზარანდია უწევდა. 

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,კარწახსა'' და ახალციხის სერვისცენტრში უმასპინძლეს. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ გაცნობოდნენ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მგზავრებისა და ტვირთების გატარების პროცესს, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ახალციხის სერვისცენტრის მიერ დადგენილი მომსახურების შესახებ.