27.04.2016

2016 წლის 26 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსში (ახალქალაქი) გაიმართა სტუდენტთა XIII სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის გახსნამდე უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცვნენ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის პირობებს. 
კონფერენციის გახსნისას რექტორმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო ღონისძიების ახალქალაქში ჩატარების მნიშვნელობას, გამოთქვა რწმენა, რომ ის გაწეული საქმიანობა, რომლის პირველი შედეგებიც სახეზეა, სამომავლოდ კიდევ უფრო სერიოზული მიზნების მიღწევის საშუალებას მოგვცემს. ქართული და სომხური კულტურის თანაარსებობა მხოლოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს უნივერსიტეტს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი თითოეული მოხსენების ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია. როგორც პროფესორებმა, ისე სტუდენტებმა ღონისძიება შეაფასეს წარმატებულად.