28.04.2016

27 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით სტუმრადიმყოფებოდნენშავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორატის წარმომადგენლები: რექტორი ილიას ჩილოღლუ, რექტორის მოადგილე სამეცნიერო-კვლევით დარგში ილიას უსთუნიერი, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი გოგა ბუჩაშვილი და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ შიოშვილი. შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ასევე დაიგეგმა, მიმდინარე წლის სექტემბერში გორის, სამცხე-ჯავახეთის და შავი ზღვის უნივერსიტეტების ორგანიზებით თბილისში გაიმართება მეცნიერების დღეების ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.