05.05.2016

3-4 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ეუთოს ეროვნული უმცირესობათა უმაღლესი კომისიის მულტილინგვური განათლების პოლიტიკის ექსპერტი, ქალბატონი ლიგიტა გრიგულე. ექსპერტი გაეცნო საერთაშორისო პროექტის TEMPUS-ის ფარგლებში შემუშავებული, ბილინგვური განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამას. შეხვდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ასოცირებულ პროფესორს გულიკო ბექაურს, განათლების მიმართულებით პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ირმა ქურდაძეს, რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, ასოცირებულ პროფესორ მაკა ბერიძეს, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ასოც. პროფესორ რევაზ ზედგინიძეს, პედაგოგ ნათელა მელიქიძეს და პროექტში ჩართულ პროფესორ-მასწავლებლებს. საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა დაწყებითი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან. ექსპერტმა დაათვალიერა პროექტის ფარგლებში შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა, კომპიუტერული კაბინეტები, ეწვია სამეცნიერო ბიბლიოთეკას. აღნიშნა, რომ შეიმჩნევა სერიოზული წინსვლა, რაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. შეხვედრისას დაისახა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.