06.05.2016

2016 წლის 6 მაისს, 13 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და შეხვედრა ყირგიზეთში დეპორტირებულ მესხებთან. უნივერსიტეტში სტუმრობამდე მესხების დიასპორის წარმომადგენლებმა მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, საიდანაც მათი წინაპრები 71 წლის წინ იქნენ დეპორტირებულნი. 
სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი,პროფესორი მერაბ ბერიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა შეხვედრის მნიშვნელობას. რექტორმა მთავარი სათქმელი დაუკავშირა 1909 წელს შესრულებულ უდის ტაძრის წარწერას, რომელიც გვაუწყებს, რომ საუკუნის წინ, ტაძარი აუგიათ კათოლიკეებსა და მაჰმადიანებს, „ორივ ტომით ქართველებს“.
კონფერენცია გაგრძელდა სტუმართა გამოსვლებით. სიტყვით გამოვიდნენ ყირგიზეთში მესხების დიასპორის ხელმძღვანელი რაშად შამილოვი, ბიზნესკლუბის წარმომადგენელი ყირგიზეთში ზაქარია ტახიროვი,უხუცესთა სახელით ისაუბრა ემილ გამიდოვმა,ხოლო მესხების დიასპორის ახალგაზრდული ფრთის სახელით - ნაზირ ალიევმა, გამომსვლელთა უმრავლესობა ემოციებს ვერ ფარავდა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ასოცირებული პროფესორები უჩა ბლუაშვილი და ცირა მესხიშვილი, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი ქალბატონი ნათელა ნაცვლიშვილი-ბერიძე, ასევე ქართველ მაჰმადიანთა უფლებების დაცვის ლიგის თავმჯდომარე ზურაბ მამალაძე. ბატონმა რაშად შამილოვმა მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 
კონფერენციის შემდეგ გაიმართა კონცერტი ახალციხის ვაჟთა ვოკალური ანსამბლის ,,მესხეთი“ (ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი) და უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ახალციხე“ (ხელმძღვანელი სამსონ და ქრისტინე მენაბდიშვილები) მონაწილებობით. 
კონფერენციას უძღვებოდა რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე, ხოლო თარგმანს უზრუნველყოფდა პროფესორი როინ ყავრელიშვილი