05.05.2016

პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, 5 მაისს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს სოფლების: საყუნეთის, ფერსის და სვირის საჯარო სკოლების IX – XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. მოსწავლეებმა ჯერ უნივერსიტეტი დაათვალიერეს, შემდეგ კი რექტორის მოადგილეს ბატონ ნიკოლოზ ახალკაცს მოუსმინეს, რომელმაც გააკეთა პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ და ვრცლად ისაუბრა პროფესიულ პროგრამებზე.
ღონისძიება, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ახალციხის სპეციალისტის ნინო ზუმბაძის ორგანიზებითა და სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელშეწყობით განხორციელდა.