11.05.2016

2016  წლის 10 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში რექტორის მოადგილის ნიკო ახალკაცის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან სასწავლებელში ელექტრონული სწავლების ფორმის დანერგვასთან დაკავშირებით. ასოცირებულმა პრფესორმა ლელა წითაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია საქართველოში და უცხოეთში ელექტრონული სწავლების არსებული  პრაქტიკის შესახებ. მომხსენებელმა პროფესორ-მასწავლებლებს შესთავაზა ერთ-ერთი მოდელი, რომელიც მისი აზრით, უნივერსიტეტის რეალობიდან გამომდინარე, ყველაზე უფრო მიესადაგება ჩვენს სასწავლებელს . შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ სამომავლოდ ასეთი შეხვედრები მოხდება ფაკულტეტების მიხედვით, რაზედაც დეკანატები წარმოადგენდნენ თავიანთ გრაფიკს.