11.05.2016

11 მაისს,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,    სამუშაო ვიზიტით  იმყოფებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ასოცირებული პროფესორი, მაკა კაჭკაჭიშვილი, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, გულიკო ბექაური.  შეხვედრის პირველ ეტაპზე  გაიმართა  დიალოგი, რომელშიც მონაწილეობდნენ   მასპინძელი უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი ილიას ჩილოღლუ,  რექტორის მოადგილეები, სხვადსხვა ფაკულტეტის წარმონადგენლები, დეკანები,  დეკანის მოადგილეები, ხარისხის სამსახურის სპეციალისტები,  პროფესორ-მასწავლებლები  და  სხვა თანამშრომლები. შავი ზღვის  უნივერსიტეტის  რექტორი, პროფესორი   ილიას   ჩილოღლუ მიესალმა  სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის  წარმომადგენლებს და აღნიშნა:

„ჩვენთვის დიდი პატივია  ვუმასპინძლოთ  სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის  წარმომადგენლებს.  2 კვირის წინ,    ვიმყოფებოდით  ახალციხეში და ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით.   იქ არის ყველა პირობა იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ კარგი განათლება. ჩვენი აზრით, საჭიროა  სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მექანიზმების განხორციელება, რომელიც უფრო გააძლიერებს რეგიონალურ უნივერსიტეტებს.  ბატონ ილიასმა,  მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის განვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ  შავი ზღვის უნივერსიტეტი ერთერთი  წარმატებული უნივერსიტეტია საქართველოში, რომელსაც ძლიერი საერთაშორისო კონტაქტები აქვს,  რაც გვეხმარება იმაში, რომ სწავლება ჩვენს უნივერსიტეტში იყოს მაღალ დონეზე.  შავი ზღვის  უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან.

„გვიხარია, რომ დღეიდან  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტი გახდა, ჩვენთვის ეს იმედის მომცემი და შემდგომი განვითარების ნაბიჯია’’-აღნიშნა  უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ილიას ჩილოღლუმ.

განსაკუთრებით საინტერესო  იყო  შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო  კონტაქტების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაზედაც  დეტალურად ისაუბრა სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების  ხელმძღვანელმა,   გოგა ბუჩაშვილმა.  უნივერსიტეტის  რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ  გამოხატა სურვილი,  რომ  ურთიერთნამშრომლობის ფარგლებში, შავი ზღვის უნივერსიტეტის სხვდასხვა დარგის სპეციელისტებმა  ჩაატარონ     ლექციები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეხვედრის მონაწილეებს,  სამცხე-ჯავახეთის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  სახელით მიესალმა  რექტორი, პროფესორი, მერაბ ბერიძე, რომელმაც ისაუბრა     როგორც ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარე საბაკალავრო, სამაგისტრო  და  სადოქტორო პროგრამების შესახებ,  ისე სამომავლო თანმშრომლობის  პერსპექტივებზეც. „ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის გაფორმება  ისეთ წარმატებულ უნივერსიტეტთან, როგორიც  შავი ზღვის  უნივერსიტეტია.  ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო  იქნება, როგორც სამეცნიერო კონტაქტების განვითარების,  ისე სასწავლო და კულტურული მრავალფეროვნების თვალსაზრისით’’- აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, მერაბ ბერიძემ.   

ორივე მხრიდან  გამოიხატა   მზადყოფნა,  მომავალი თანამშრომლობის შესახებ.  დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შემოდომაზე გაიმართება და  მასში აქტიურად  მონაწილეობას  მიიღებენ  როგორც სხვადსხვა უნივერსიტეტუის წარმომადგენლები, ისე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.  შეხვედრაზე, რომელიც  ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანი იყო,  ორ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც  გულისხმობს ერთობლივი სამეცნიერო და სასწავლო პროგრამების განხორციელებას,  სწავლა-სწავლების პროცესების ეფექტურობის თვალსაზრისით,  ურთიერთგამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრის  დასასრულს,  შავი ზღვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმრებს წარუდგინეს  ვიდეოკოლაჟი  საუნივესიტეტო  ცხოვრების შესახებ, რომელიც იძლევა სრულ ინფორმაციას  უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სხვადსხვა  ძალიანსაინტერესო აქტივობების შესახებ.

შავი ზღვის უნივერსიტეტში საოცრად თბილი გარემოა, თითოეულ თანამშრომელთან შეხვედრისას გრძნობ, რომ  გუნდი, რომელიც იქ მოღვაწეობს, უდიდესი პასუხისმგებლობით, საქმის დიდი სიყვარულით და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.   ვიზიტმა ძალიან საინტერესო  და  საქმიან  ვითარებაში  ჩაიარა,  რომელზეც  მრავალი მნიშვნელოვანი  ღონისძიება დაიგეგმა,  რაც ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს  ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას.