14.05.2016

2016 წლის 13 მაისს, 14:00 საათზე, სამეცნიერო ,,გულანი“ -ის მორიგ სხდომაზე მოხსენება თემაზე: „ზმნის კონსტრუქციები და გვარის კატეგორია ქართულ ენაში“ წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ბერიძემ.

მოხსენება ეხებოდა გვარის კატეგორიის გააზრებას ქართულ ენათმეცნიერებაში. ხაზი გაესვა, რომ აქტუალურია გვარის სემანტიკურ კატეგორიად გააზრების საკითხი. გვარის საკითხს უკავშირდება სინტაქსური კონსტრუქციების პრობლემა, რომლის შესახებაც აზრთა სხადასხვაობა არსებობს.