18.05.2016

18 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია. მისალმებების შემდეგ აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ეკოლოგიის, მათემატიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტები.