19.05.2016

19 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ავსტრიელ მწერალთან ლუდვიგ ლაჰერთან. ეს ღონისძიება პროექტის - „სამი ქვეყანა - ერთი ენა. გერმანული ენის თვე“ - ფარგლებში განხორციელდა ავსტრიის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით და საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

ღონისძიებას გაუძღვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლალი ბერიძე. ქალბატონმა ლალიმ რამდენიმე წლის წინ პირველმა გააცნო ქართველ მკითხველს ავსტრიელი მწერალი ლუდვიგ ლაჰერი თარგმანით რომანიდან „შიშველი ნატურა.“

ლუდვიგ ლაჰერი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და თავისი ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ქართველ მკითხველთან შეხვედრა გამართა როგორც თბილისში, ასევე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.