20.05.2016

20 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. ვიზიტს მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა უნივერსიტეტისთვის - სახელმწიფო მინისტრმა და სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს.

მოგვიანებით, დავით ბაქრაძემ პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - საქართველოს ევროპატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ლექციის შემდეგ სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დიალოგში.

შეხვედრა დაიგეგმა საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში.